შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა ხარაგაულში ხეხილის ნერგები დარგეს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა ხარაგაულში ხეხილის ნერგები დარგეს

1 აპრილს, ხარაგაულის რაიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია “სხივისა“ და მისი თავმჯდომარის იზა ვეფხვაძის ორგანიზებით ხარაგაულის რაიონის სოფლების - ვერტყვიჭალისა და ვაშლების საჯარო სკოლებში შეზუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა, სკოლის ეზოში ხეხილის ნერგები დარგეს მსახიობ ჯემალ მელქაძესთან, კინორეჟისორ გივი ვეფხვაძესთან, ასტროლოგ დურმიშხან ყიფიანთან, ჟურნალისტ ლუარა გორდიევიჩთან, თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურული სალონის ხელმძღვანელ ცისანა ქოჩოჩაშვილთან და მეფე თამარის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებთან ერთად.

სტუმრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მცირე საჩუქრები გადასცეს.

აქცია განხორციელდა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის - “მოქალაქეობრივი მორალის და ზნეობის სამსახურში“ ფარგლებში.

აქცია მრავალრიცხოვანი იყო და მასში ზემოხსენებული ადამიანების გარდა მონაწილეობას ღებულობდნენ ვერტყვიჭალისა და ვაშლების საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.