გერმანელი პარლამენტარი საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს გამართავს

გერმანელი პარლამენტარი საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს გამართავს

გერმანიის პარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი ხვალ საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს გამართავს. 

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელს თავდაპირველად ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, შემდეგ კი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი შეხვდება.

ვიოლა ფონ კრამონს ხვალვე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიღებს.