ოსურმა მხარემ ქართველ სამართალდამცავებს ცხინვალის საპატიმროში მყოფი კიდევ ორი პატიმარი გადმოსცა

ოსურმა მხარემ ქართველ სამართალდამცავებს ცხინვალის საპატიმროში მყოფი კიდევ ორი პატიმარი გადმოსცა

ოსურმა მხარემ ქართველ სამართალდამცავებს ცხინვალის საპატიმროში მყოფი კიდევ ორი პატიმარი გადმოსცა. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იტყობინება , ანა გიგოლაევა და ირა ხუბაევა რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

მოლაპარაკებების საფუძველზე, ცხინვალის ე.წ. მილიციამ ქართულ მხარეს ბოლო სამი დღის განმავლობაში 5 პატიმარი გადმოსცა.

როგორც ცნობილია, დღესვე ოსურმა მხარემ ოფელ კირბალიდან 3 დღის წინ გატაცებული 18 წლის უშანგი დოთიაშვილი და კიდევ ორი დაკავებული - შუბითიძე და ჯეირანაშვილი გაათავისუფლა.
ოსურ მხარესთან მოლაპარაკებებს შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია და შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი აწარმოებდნენ.

ქართველი სამართალდმაცავები არ აკონკრეტებენ, კიდევ რამდენი პატიმარი რჩება ცხინვალის ციხეში.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი, გიორგი დვალიშვილი კი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და ოსური მხარე თანამშრომლობაზე აქტიურად მოდის.