ზაალ სამადაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ დარჩა

ზაალ სამადაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ დარჩა

ზაალ სამადაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ დარჩა. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა სამადაშვილს თანამდებობაზე დარჩენა და "სკამის მშვიდობაში მოხმარება" უსურვეს.

თბილისის საკრებულომ დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი, რომელშიც პირველ საკითხად ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხი იყო შეტანილი, 24-კაციანი კვორუმით დაამტკიცა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე კენჭისყრის გამართვის გადაწყვეტილება თავად მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, დღეიდან სამი თვის განმავლობაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი ვერ დადგება.