თბილისის საკრებულოში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო

თბილისის საკრებულოში ცოტა ხნის წინ ხმაური იყო

თბილისის საკრებულოს საშვთა ბიუროსთან ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დასწრება "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი ლია ნოღაშვილი ითხოვდა. მისი თქმით, მან ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე დასწრების შესახებ 6 მარტს გააკეთა, თუმცა დღეს პრობლემები შეექმნა და მხოლოდ საკრებულოს ოპოზიციური დეპუტატების ჩარევის შემდეგ შეძლო საშვის მიღება.
როგორც ლია ნოღაშვილი აცხადებს, მისთვის უარის მიღების მიზეზი ის იყო, რომ ეუბნებოდნენ, თითქოს სხდომაზე დასასწრებად ადგილი არ არის.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციური ფრაქციების წრამომადგენლებმა საკრებულოს ფოიეშივე გააკეთეს კომენტარები. კერძოდ, საშვთა ბიუროსთან იმყოფებოდნენ ფრაქცია "თავისუფლების" თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, "ქართული ოცნება-დამოუკიდებელი საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, "ქართული ოცნება – თბილისის" თავმჯდომარ. ისინი ნოღაშვილის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ.

ამასთან, ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ იგეგმება დიდი ფარსი, რომელსაც არ დაუშვებენ.

"საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შემთხვევაში დღევანდელი სხდომაზე შემდეგ სამი თვის განმავლობაში შეუძლებელი გახდება კენჭისყრაზე ისევ დადგეს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი. აქედან გამომდინარე, საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამით უმრავლესობა საკრებულოში სამი თვით უხანგრძლივებს პოზიციას თავის კანდიდატურას ზაალ სამადაშვილს და მნიშვნელობა არ ექნება დღეს მას გადააყენებენ თანამდებობიდან თუ კვლავ დარჩება ამ თანამდებობაზე, სამი თვის განმავლობაში შეუძლებელი იქნება შემდეგ ახალი კანდიდატურის წარდგენა საკრებულოში"-აღნიშნა შიხიაშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" ზაალ სამადაშვილის გადაყენებას გეგმავს.