ზაზა გაბუნია ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხის დასმას

ზაზა გაბუნია ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხის დასმას "ფარსის დადგმას" უწოდებს

საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხის დასმას "ფარსის დადგმას" უწოდებს. როგორც ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს, ამ პროცედურით "ნაციონალური მოძრაობა" დროის მოგებას აპირებს.

"ნაციონალურ მოძრაობას" თბილისის საკრებულოში უმრავლესობის დაკარგვის პანიკური შიში აქვს. ამიტომ, ისინი დღევანდელ სხდომაზე ფარსის დადგმას და ზაალ სამადაშვილის გადაყენებას გეგმავენ, რომ დრო მოიგონ და პროცედურულად აღარ იყოს შესაძლებელი 3 თვის მანძილზე თავმჯდომარის გადაყენება და ახლის არჩევა", - წერს ზაზა გაბუნია.

"ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხს დასვამს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ფიქრობდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

"დღევანდელმა დღემ, 7 დეპუტატის დაკითხვაზე დაბარებამ საბოლოო გადაწყვეტილება მიმაღებინა. არც ერთი ჩემი კოლეგის არა თუ ტანჯვა-წამებად, უბრალო სტრესადაც არ მიღირს არანაირი სკამი და თანამდებობა. ამიტომ, გადავწყვიტე, დამეყენებინა კენჭისყრაზე თანამდებობაზე ჩემი დარჩენა-არ დარჩენის საკითხი", - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ბიუროს წევრები უკვე გააფრთხილა და საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ეს იქნება პირველი საკითხი.