"ნაციონალური მოძრაობა" ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხს დასვამს

"ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხს დასვამს.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ფიქრობდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

"დღევანდელმა დღემ, 7 დეპუტატის დაკითხვაზე დაბარებამ საბოლოო გადაწყვეტილება მიმაღებინა. არც ერთი ჩემი კოლეგის არა თუ ტანჯვა-წამებად, უბრალო სტრესადაც არ მიღირს არანაირი სკამი და თანამდებობა. ამიტომ, გადავწყვიტე, დამეყენებინა კენჭისყრაზე თანამდებობაზე ჩემი დარჩენა-არ დარჩენის საკითხი", - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ბიუროს წევრები უკვე გააფრთხილა და საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ეს იქნება პირველი საკითხი.