კახეთში მელორ ვაჩნაძე დააკავეს

კახეთში მელორ ვაჩნაძე დააკავეს

პოლიტპატიმარის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე კახეთში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა. 

მისი თქმით, ვაჩნაძის დაკავებასთან დაკავშირებულ დეტალებზე განმარტებას ცოტა ხანში გააკეთებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძემ საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია და სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუხდა.

არსებული ინფორმაციით, ამჟამად ვაჩნაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის სამმართველოშია გადაყვანილი.