ხევში

ხევში "ლიბერთი ბანკის" საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევში რიგით მეექვსე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ლიბერთი ბანკიდან" აცნობეს, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში სართიჭალის, შაშიანის, გომის, ჭალალიდის და რუისის ადგილობრივი მოსახლეობა "ლიბერთი ბანკის" სრული საბანკო მომსახურეობით უკვე 6 თვეა სარგებლობს.

საზოგადოებრივ ცენტრებში შესაძლებელია თანხის მიღება, გადარიცხვა, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა, ფულადი გზავნილებით სარგებლობა, ანაბრების გახსნა, სესხის მიღება, ასევე ბანკომატითა და სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობა 24 საათის განმავლობაში.