მიხეილ მაჭავარიანი:  თბილისის ხელში ჩასაგდებად გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს

მიხეილ მაჭავარიანი: თბილისის ხელში ჩასაგდებად გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, "ქართული ოცნება" დედაქალაქის მერისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების შეჩერებასა და მისი უფლებების თბილისის საკრებულოსთვის დელეგირებას გეგმავს. 

მაჭავარიანის განმარტებით, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც "ქართულ ოცნებას" საკრებულოში უმრავლესობა ეყოლება. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს თბილისის ხელში ჩასაგდებად.

მიხეილ მაჭავარიანის განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ უფლება, რომელიც გააჩნია მერს, დანიშნოს დედაქალაქის სამსახურის უფროსები, გამგებლები და განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, გადაეცეს საკრებულოს. მიხეილ მაჭავარიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ცვლილებებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს და ისინი საკითხის გატანას ვერ შეძლებენ.

"დღეს პრობლემაა ის, თუ ვის ეყოლება მეტი რაოდენობა საკრებულოში", - დასძინა მიხეილ მაჭავარიანმა.

მისივე განმარტებით, დღეს, როდესაც დაგეგმილია საკრებულოს სხდომა, საკრებულოს 7 დეპუტატი დაკითხვაზე დაბარებულია.