სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა , მამუკა ქაცარავამ განუცხადა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს შალვა ბრაჭული უხელმძღვანელებს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება, სამედიცინო და იურიდიული განათლება აქვს.

შალვა ბრაჭულთან ერთად, აღნიშნულ სამსახურში დროებითი მმართველობითი საბჭოც იმუშავებს.

მამუკა ქაცარავას ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების უკვე ყოფილი ხელმძღვანელი კახა ჩიხრაძე უწყებაში დარჩენას არ აპირებს და კერძო ბიზნესს გაუძღვება.

"კახა ჩიხრაძე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში დარჩენას არ აპირებს. მას თავისი კერძო კატასტროფის სამსახური აქვს და მას უხელმზღვანელებს, თუმცა თუ საჭირო გახდა დაგვეხმარება",-განაცხადა მამუკა ქაცარავამ.

მისივე ინფორმაციით, უკვე დასრულდა ახალი ავტოტრანსპორტის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი და 112-ს უახლოეს პერიოდში 80 ახალი სამედიცინო მანქანა ეყოლება. გარდა ამისა, პიკის საათებში არსებული ავტოპარკიდან 10-15 ავტომანქანაც დაემატება.