თელავის უნივერსიტეტში პროკურატურა შევიდა

თელავის უნივერსიტეტში პროკურატურა შევიდა

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროკურატურა შევიდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, სამართალდაცავები უმაღლეს სასწავლებლში ფინანსურ ოპერაციებს სწავლობენ.

კახეთის საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება უნივერსიტეტიდან შესული განცხადებების საფუძველზე დაიწყო. სასწავლებლიდან ამოღებულია ფინანსური დოკუმენტაცია.

თელავის უნივერსიტეტის პრორექტორი დავით მახაშვილი უმაღლეს სასწავლებელში დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურ შეფასებას აძლევს და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების გაგრძელებად მიიჩნევს.