სააკაშვილის მიერ დაბლოკილი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია და ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას გეგმავს

სააკაშვილის მიერ დაბლოკილი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია და ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას გეგმავს

ბუნდესტაგის დეპუტატ ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია.

"პირWელის" ინფორმაციით, ამ წუთებში კრამონი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას ხვდება.

სააგენტოს ინფორმაციით, ბუნდესტაგის დეპუტატი ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას გეგმავს.

კრამონის ვიზიტის სხვა დეტალებისა და დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის აპრილში საქართველოში გერმანიის მარშალისა და ბოშის ფონდების ინიციატივით 15-კაციანი დელეგაციის ვიზიტი იგეგმებოდა, რომელიც როგორც თბილისში, ისე ოკუპირებულ აფხაზეთში უნდა ჩასულიყო.

დელეგაცია საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრასაც გეგმავდა, თუმცა, "Süddeutsche Zeitung"-ის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა შეხვედროდა დელეგაციას, თუ მის შემადგენლობაში გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი და ბუნდესტაგის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი იქნებოდნენ.

შედეგად ფონდებმა ვიზიტი გააუქმეს. მაშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებდა, რომ დიტერ ბოდენთან ოფიციალურ დონეზე შეხვედრები არ გაიმართებოდა, ვინაიდან მისი მიდგომები ქართული მხარისთვის პრინციპულად მიუღებელია, თუმცა აცხადებდა, რომ დელეგაციის სხვა წევრებთან, მათ შორის ბუნდესტაგის დეპუტატ ვიოლა ფონ კრამონთან მიმართებაში არავითარი პრეტენზია არ გამოთქმულა.