"ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო კანდიდატად გიგი უგულავას არ განიხილავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო კანდიდატად თბილისის მერს, გიგი უგულავას არ განიხილავს. როგორც ჟურნალისტებს , ნაძალადევის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განუცხადა, არ აპირებს პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყაროს და არც პარტია განიხილავს ამ საკითხს
"მე ვარ ქალაქის მერი, არჩეული პირდაპირი წესით 2014 წლამდე. მაქვს უამრავი გეგმა, პროექტი, რომლებიც დაწყებულია, სოციალური, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც უნდა მივიდეს 2014 წლამდე და, შესაბამისად, მომდევნო მერმა რომელსაც აირჩევს ქალაქი, იმან გადაიბაროს. ეს თანამდებობა რომ მიკავია, ჩემთვის დიდი პატივი და გამოწვევაა. შესაბამისად, არსად წასვლას არ ვაპირებ, რაც არ უნდა სხვა თანმდებობა მიმზიდველი ჩანდეს ვინმესთვის", _ აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ნაძალადევის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობას გუშინ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაპუნა დავითაია წარუდგინა.