შსს-მ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გაავრცელა

შსს-მ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, ბათუმში გუშინ მომხდარი ინციდენტის ადგილის მიმდებარედ , გრიბოედოვის ქუჩაზე, "ავერსის" აფთიაქთან დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გაავრცელა.

შსს-ს განცხადებით, ვიდეოკონტროლის მიერ გადაღებული მასალა 28 მარტს, 10:40 საათზე მომხდარ ფაქტს სრულად ასახავს. "ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ დაარღვია "მერსედესის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა როინ ფარტენაძემ საგზაო მოძრაობის წესები და "ტოიოტას" მარკის ავტომანქანას, რომელსაც ვალერი თელია მართავდა, ავარიული სიტუაცია შეუქმნა. ვიდეოსათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყობა არ მიუყენებია. აღნიშნულ ფაქტს შსს-ს გენერალური ინსპექცია იკვლევს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გუშინ საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.