შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შსს, საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, ბათუმში დღეს მომხდარი ინციდენტის ადგილის მიმდებარედ, გრიბოედოვის ქუჩაზე, "ავერსი"-ს აფთიაქთან დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერს ავრცელებს.

ვიდეოკონტროლის მიერ გადაღებული მასალა 28 მარტს, 10 საათსა და 40 წუთზე მომხდარ ფაქტს სრულად ასახავს. ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ დაარღვია „მერსედესი"-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა, როინ ფარტენაძემ საგზაო მოძრაობის წესები და „ტოიოტა"-ს მარკის ავტომანქანას, რომელსაც ვალერი თელია მართავდა, ავარიული სიტუაცია შეუქმნა. 

სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

ღნიშნულ ფაქტს შსს-ს გენერალური ინსპექცია იკვლევს.