ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი "მილენიუმ ჩელენჯ კორპორეიშენის" ვიცე პრეზიდენტის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი "მილენიუმ ჩელენჯ კორპორეიშენის" ვიცე პრეზიდენტის მოადგილეს , ტომ ჰარლის და "მილენიუმ ჩელენჯ საქართველოს" წარმომადგენლობის დირექტორს, ჯეიმს მაკნიკოლასს შეხვდა. 

ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია პრემიერის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

შეხვედრაზე მხარეებმა "ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის" მეორე კომპაქტის დეტალები განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი, განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.