თურქეთი მზად არის საქართველოს ე.წ. თურქი-მესხების რეპატრიაციაში დახმარება გაუწიოს

თურქეთი მზად არის საქართველოს ე.წ. თურქი-მესხების რეპატრიაციაში დახმარება გაუწიოს

ე.წ. თურქი-მესხების რეპატრიაციის საკითხში თურქეთი მზად არის საქართველოს დახმარება გაუწიოს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ ბათუმში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ამ თემაზე ხშირად უსაუბრია ქართულ მხარესთან და ამ საკითხზე მჭიდროდ თანამშრომლობენ.

"მადლობას ვუხდით საქართველოს ვალდებულებების აღებისთვის. ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან და წლების წინ ისინი გადაასახლეს. ჩვენ სურვილი გვაქვს, წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში. ეს არის ჰუმანიტარული და არა პოლიტიკური საკითხი. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ მათ ჩამოსახლებაში დახმარების გასაწევად. ეს აჩვენებს საქართველოს მთავრობის ჰარმონიულ მიდგომას. დარწმუნებული ვარ, მათი დაბრუნების შემდეგ ისინი ქართული საზოგადოების ნაწილი გახდებიან", - დასძინა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პრესკონფერენციის შესახებ კადრები ტელეკომპანია "რუსთავი2"-მა გაავრცელა.