არჩილ კბილაშვილი არასამთავრობოებს პროკურატურაში საკადრო ცვლილებებზე ესაუბრა

არჩილ კბილაშვილი არასამთავრობოებს პროკურატურაში საკადრო ცვლილებებზე ესაუბრა

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის მთავარი თემა პროკურატურაში საკადრო ცვლილებები იყო. 

ამის შესახებ არჩილ კბილაშვილმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, წინა შეხვედრისგან განსხვავებით, დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნეს თუ რა საკადრო პოლიტიკას ატარებს პროკურატურა.

"პროკურატურაში მოხდა რამდენიმე ადამიანის შეცვლა, ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ არასამთავრობო სექტორს, ასევე პასუხები გავეცი მათ ცალკეულ შეკითხვებს, ვიმსჯელეთ პოლიტიპატიმრების პრობლემებზეც", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

როგორც ორგანიზაცია "ციხის საერთაშორისო რეფორმის" წარმომადგენელმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე მთავარი პროკურორისგან მოისმინეს რეკომენდაციები იმ საკადრო პოლიტიკაზე, რაც პროკურატურაში ტარდება. ასევე ისაუბრეს ციხის თემებთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არჩილ კბილაშვილი უკვე მეორედ შეხვდა.