ნინო ბურჯანაძე:

ნინო ბურჯანაძე: "სააკაშვილმა დაბლოკა მერკელის წინადადება, რომელიც ჩემი მონაწილეობით რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ითვალისწინებდა"

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "საქართველოს პრეზიდენტმა დაბლოკა გერმანიის კანცლერის ენგელა მერკელის ინიციატივა, რომელიც ბურჯანაძის მონაწილეობით რუსეთთან ურთიერთობების დალაგების პროცესის დაწყებას ითვალისწინებდა".

ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს For.ge-ს პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილის ინტერესს არ წარმოადგენდა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება და ამის მაგალითია, რომ მან დაბლოკა მერკელის წინადადება, რომელიც ჩემი მონაწილეობით რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ითვალისწინებდა", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას ფაქტებს უახლოეს პერიოდში წარუდგენს.