ფოტოგრაფებს ირაკლი გედენიძეს, გიორგი აბდალაძესა და ზურაბ ქურციკიძეს ბრალეულობა მოეხსნათ

ფოტოგრაფებს ირაკლი გედენიძეს, გიორგი აბდალაძესა და ზურაბ ქურციკიძეს ბრალეულობა მოეხსნათ

"უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის" ბრალდებულ ფოტოგრაფებს პირობითი მსჯავრი გაუუქმეს და ნასამართლეობა მოუხსნეს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახამრების 

მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრობაციის ეროვნულმა კომისიამ მიიღო, რომლის შედეგად ირაკლი გედენიძეს, გიორგი აბდალაძესა და ზურაბ ქურციკიძეს ბრალეულობა მოეხსნათ.

"დანაშაულებები, რომელიც ჩადენილი იქნა სააკაშვილის მიერ, კიდევ დიდხანს იქნება გამოსასწორებელი და კიდევ დიდხანს გაგვყვება ქვეყნის სირცხვილად და ტკივილად. ერთ-ერთი ასეთი სირცხილი არის ე.წ. ფოტოგრაფების საქმე. წინა ხელისულებას უნდოდა არა მარტო ისინი, არამედ ის ორგანიზაციები, სადაც ისინი მუშაობდნენ წარმოედგინათ, როგორც ჯაშუშური ორგანიზაციები. რომ არა საზოგადოებისა და ჟურნალისტების აქტივობა ესენი 1 ოქტომბრამდე იჯდებოდნენ ციხეებში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ირაკლი გედენიძემ, გიორგი აბდალაძემ და ზურაბ ქურციკიძემ საზოგადოებას მადლობა გადაუხადეს თანადგომისთვის და ისიც აღნიშნეს, რომ ნასამართლეობა მათ პროფესიულ საქმიანობაში უშლიდათ ხელს, რადგან საჯარო სამსახურებში აკრედიტაციების პრობლემა ექმნებოდათ.

ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე 2011 წლის 7 ივლისს უცხო ქვეყნებთან ჯაშუშობის ბრალდებით იქნენ დაპატიმრებული და გასამართლებულნი. 2012 წელს ნოემბერში ნათია გედენიძეს ბრალეულობა მოეხსნა.