არჩილ კბილაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას არ გამორიცხავს

არჩილ კბილაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას არ გამორიცხავს

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა მოხდეს. 

ამის შესახებ კბილაშვილმა დღეს არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ უშვებს არც ერთ გამონაკლისს არც ერთი თანამდებობის პირის მიმართ დაკითხულ იქნეს მოწმის სახით თუ არსებობს მოწმის დაკითხვის წინაპირობა.

"არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო თანამდებობის პირი, რომელიც არ დაიკითხება", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.