ელისო ჩაფიძე სოფელ ჯვარისის მოსახლეობას შეხვდა

ელისო ჩაფიძე სოფელ ჯვარისის მოსახლეობას შეხვდა

ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელ თემურ ჩუბინიძესთან ერთად სოფელ ჯვარისაში სკოლის მასწავლებლებს შეხვდა. მასწავლებლებმა დეპუტატს სოციალური პრობლემების მაგვარება, სოფლად მცხოვრებთა დასაქმება და ტყიბულის რაიონისათვის მაღალმთიანი რაიონის სტატუსის დაბრუნება სთხოვეს.

დეპუტატი და გამგებელი ასევე შეხვდნენ სოფელ ხორჩანას მოსახლეობას და სოფლის პროგრამებთან დაკავშირებით ესაუბრნენ. მათ მოსახლეობას გააცნეს სოფლის პროგრამით თუ რა რაოდენობის თანხაა წელს გამოყოფილი მათ სოფელზე და განუმარტეს, რომ ამ თანხით შეუძლიათ სოფელში არსებული მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება.

მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოფლის პროგრამიდან გამოყოფილი თანხით მათ სოფელში ბეტონის საფარიანი გზა დაიგოს.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ელისო ჩაფიძეს დახმარება სთხოვა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სოციალური პრობლემები, დასაქმება და ჯანდაცვა.