რიჩარდ ნორლანდი – ვიმედოვნებ, რომ უმრავლესობა და უმცირესობა კომპრომისზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ

რიჩარდ ნორლანდი – ვიმედოვნებ, რომ უმრავლესობა და უმცირესობა კომპრომისზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონზე კომპრომისზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა.

რიჩარდ ნორლანდი საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ორიოდე დღის წინ განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა.

"ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება და მოხარულია, რომ ორი მხარე მუშაობს, რათა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იყოს მიღებული გადაწყვეტილებები. რაც შეეხება კანონს "საერთო სასამართლოების შესახებ", ვიმედოვნებ, ამაზეც იქნება მიღებული კომპრომისზე დაფუძნებული გადაწყვეტილება", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.