ხვალ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი გაიმართება

ხვალ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი გაიმართება

ხვალ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი გაიმართება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ხვალ გაიმართება მინისტრების მეორე შეხვედრა სამმხრივ ფორმატში, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2012 წლის 8 ივნისს, თურქეთის ქ. ტრაპიზონში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ ერთობლივ დეკლარაციით - "ტრაპიზონის დეკლარაცია".

აღნიშნული დეკლარაცია ასახავს სამი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებს ეკონომიკის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.

სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სამმხრივ შეხვედრაზე მინისტრები მიიღებენ უწყებათაშორისი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას 2013-2015 წლებისათვის.

აღნიშნული გეგმა შემუშავდა შესაბამისი უწყებების მიერ და ითვალისწინებს სამი ქვეყნის კომპეტენტური სამინისტროების მიერ ერთობლივი პროექტებისა და კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით. სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორც არის: ეკონომიკა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები განახორციელებენ სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს.

შეხვედრა ხვალ, ბათუმში, სასტუმრო "რედისონში" 11:30 სთ-ზე დაიწყება. 12:30 სთ-ზე კი მინისტრები ერთობლივ პრესკოფერენციას გამართავენ.