საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა

საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა" გელა ომანიძემ დატოვა

საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთმა წევრმა, გელა ომანიძემ დატოვა. 

გელა ომანიძის გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობიდან ახლახანს წასულმა წევრმა, იურიდიული კომისის თავმჯდომარემ, დავით ჯინჭარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯინჭარაძის თქმით, ომანიძემ სუბიექტური და თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების მიზეზებზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"" ყოფილი წევრი არ საუბრობს.

"გელა ომანიძე თბილისში არ გახლავთ და უახლოეს დღეებში უფრო დეტალურად თვითონ გაგცემთ პასუხს. ის არც ერთ ფრაქციაში არ გადადის. ხშირად ისმის ჩვენი კოლეგებისგან, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება თითქოს ხდება სხვა, მესამე პირის ჩარევის შედეგად, მაგრამ ეს რეალობას მოწყვეტილია. გელა ომანიძე დღეის მდგომარეობით არის დამოუკიდებელი დეპუტატი. როგორც მე და ჩემი მეგობარი გიორგი ქველაძე, ისიც ამიერიდან საკრებულოს სხდომაზე მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, თუ რა საკითხს დაუჭიროს მხარი და რას არა"", - განუცხადა ჟურნალისტებს ჯინჭარაძემ.

დავით ჯინჭარაძემ ახალი ფრაქციის შექმნის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, კოლეგებთან მიმდინარეობს კონსულტაციები და კონკრტეული გადაწყვეტილება საკრებულოს უახლოესი სხდომის შემდეგ იქნება მიღებული.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობაში"" ამჟამად 26 დეპუტატია და ფრაქცია უმრავლესობას ინარჩუნებს.