ბათუმში ერას მოედანზე პოლიციაა მობილიზებული

ბათუმში ერას მოედანზე პოლიციაა მობილიზებული

ბათუმში აქციის გამო მოძრაობა შეფერხებულია და ერას მოედანზე პოლიციაა მობილიზებული. თვითნებურად შესახლებული მოსახლეობა ბათუმში აქციას მართავს. 

აქციის მონაწილეები ამ წუთებში მთავრობის სახლისკენ მიდიან და აჭარის მთავრობას დახმარებას სთხოვენ. როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, ისინი უკიდურესად შეჭირვებულები არიან, ამიტომ მთავრობამ, პირველ რიგში, მათ უნდა მიაქციოს ყურადღება. აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" დროშები და პლაკატები გამოფინეს.

"არ გვაქვს შუქი, წყალი, სახლი, სამსახური, დახმარება და არ გვყავს პატრონი. მთავრობამ კანონი ჩვენს საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოს. ხალხის მიერ არჩეულმა მთავრობამ მოგვხედოს ხალხს", - აღნიშნეს აქციის მონაწილეები.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ჟუჟუნა დუმბაძემ აღნიშნა, უნდა შეიქმნას სამთავრობო კომისია, რომელიც თვითნებურად შესახლებულების და სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის მდგომარეობას გაეცნობა.

"იქნება ამ ხალხს სასახლეები გავქვს, მოვიდნენ, შეგვამოწმონ და საკითხი ობიექტურად გადაწყვიტონ", - აღნიშნა ჟუჟუნა დუმბაძემ.

აქციაში დაახლოებით 500-მდე ადამიანი მონაწილეობს. ხელვჩაურის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულებს იქ ყოფნის ვადა 1 აპრილამდე აქვთ. 1 აპრილს შესაბამისი ორგანოები მათ გამსოახლებას აპირებენ.