ხაშურის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე ავარიაში დაიღუპნენ

ხაშურის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე ავარიაში დაიღუპნენ

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას ხაშურის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე იმსხვერპლნენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ნუგზარ ლომიძე მოადგილესთან ერთად დედაქალაქიდან ხაშურის მიმართულებით მოძრაობდა. ორივე პირი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

ავტოავარიის გამომწვევი მიზეზი და სხვა დეტალები უცნობია.