რუსმა მესაზღვრეებმა 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს

რუსმა მესაზღვრეებმა 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს

კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე სოფელ კირბალიდან რუსმა მესაზღვრეებმა 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, 18 წლის უშანგი დოთიაშვილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან აიყვანეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებული ახალგაზრდა ჯერ სოფელ ღრომში ჰყავდათ, შემდგომ კი ცხინვალში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მოსახლეობა მომხდარის გამო შეშფოთებულია. არსებული ინფორმაციით, რომ ეს რუსი მესაზღვერეების მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქის დაკავების უკვე მე-15 ფაქტია.