ნინო ბურჯანაძე:   ნამდვილად არ ვიცი, რა არის იმისი მიზეზი, რომ ვანო მერაბიშვილი დღეს ციხეში არ ზის

ნინო ბურჯანაძე: ნამდვილად არ ვიცი, რა არის იმისი მიზეზი, რომ ვანო მერაბიშვილი დღეს ციხეში არ ზის

ნამდვილად არ ვიცი, რა არის იმისი მიზეზი, რომ ვანო მერაბიშვილი დღეს ციხეში არ ზის, - ამის შესახებ პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" ინტერვიუს დროს განაცხადა. 

მისი თქმით, ეს რომ ასე ხდება, ერთგვარად, ზოგიერთის მხრიდან შესაძლოა საბოტაჟიც იყოს და აქედან გამომდინარე, დადებითად აფასებს იმას, რომ პროკურატურაში შეიქმნა გარკვეული კომისია, რომელიც ცალკეული პროკურორების საქმეებს შეისწავლის. "არ მინდა არავითარ შემთხვევაში, ამას ახალი ხელისუფლების უნიათობა დავარქვა", - აღნბიშნა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, დღეს, "ნაციონალური მოძრაობა" იქცა ისეთ პარტიულ ორგანიზაციად, რომლის გარეშეც პარლამენტში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები ვერ მიიღება, რაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, მიუღებელია. "1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ხალხის მოთხოვნა არ ყოფილა "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური პარტია გამხდარიყო და მის გარეშე ქვეყანაში გადაწყვეტილებებები ვერ მიეღოთ",-განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ გამოძიების პროცესი გაჭიანურდა, ის, რომ დასავლეთში ვერ ხდება სწორი ინფორმაციის მიწოდება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილ ქმედებებზე.

ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ თუ დაიდება ობიექტური მასალები, თუნდაც, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ განხორციელებული პოლიტიკური დევნის შესახებ, ასევე დაიდება კონკრეტული სახელები, თუნდაც ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიასი და სხვების, ის დარწმუნებულია, რომ დასავლეთში და აშშ-ში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი განცხადებები აღარ გაკეთდება.