დავით ნარმანია პრეზიდენტს უპასუხებს

დავით ნარმანია პრეზიდენტს უპასუხებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია, ხვალ, საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და ბოლო დღეებში საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხებს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

"სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს მოსახლეობა ყოველდღიურად შეჰყავს შეცდომაში, ამიტომ საჭიროდ ვთვლით, პასუხი გავცეთ, ხოლო საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ",-აღნიშნული ნარმანიას უწყების განცხადებაში.