დავით ჯალაღანია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაციას შეხვდა

დავით ჯალაღანია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დელეგაციას შეხვდა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სიტუაციების ანალიზის განყოფილების უფროსი ემერიკ როჟიე ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის სამართლებრივ საკითხებზე თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.