სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, ცენტრის ხემძღვანელობასა და იმ ტრენერებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლებიც სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობენ. 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა ტრენერთა მობილიზაციას მიმდინარე და დაგეგმილი ტრენინგების მოდულების გადახედვისა და განახლების მიზნით, რაც, თავის მხრივ, სამომავლოდ ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

ტრენერებს დაევალათ მოდულების მომზადება და წარმოდგენა იმ თემებზე, რომლებზეც ატარებენ ან სამომავლოდ ჩაატარებენ ტრენინგებს სასწავლო ცენტრში.