ქუთაისის მერია მის მიმართ გამოთქმული ბრალდებებს უარყოფს

ქუთაისის მერია მის მიმართ გამოთქმული ბრალდებებს უარყოფს

ქუთაისის მერიის კონტროლის განყოფილების უფროსი კობა გაბიანი მერიის მისამართით გამოთქმული ბრალდებებს პასუხობს. 

როგორც გაბიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს "რესპუბლიკური პარტიის" ადგილობრივმა ლიდერმა დათო ქათამაძემ და საკრებულოს "ქართული ოცნების" ფრაქციის ლიდერმა მამუკა მღვდელაძემ მერიის წინააღმდეგ არაკომპეტენტური განცხადებები გააკეთეს.

კობა გაბიანის თქმით, ბიუჯეტს, რომელსაც მერია განკარგავს, თავად საკრებულო ამტკიცებს, რომლის წევრიც მამუკა მღვდელაძეა. მისივე თქმით, ქუთაისის მთავრობა მზად არის ყველა ბრალდებას უპასუხოს ნებისმიერი ფორმატით. მათ შორის, მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, მოხდეს ყველა შეხვედრის ტელევიზიით გაშუქება.