საქართველოს ხვალ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს ხვალ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს ხვალ, ოფიციალური ვიზიტით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეთ დავუთოღლუ ეწვევა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.

მაია ფანჯიკიძისა და აჰმეთ დავუთოღლუს შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგება, მანამდე კი, სტუმარი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

აჰმეთ დავუთოღლუ ასევე მონაწილეობას მიიღებს 28 მარტს, ბათუმში დაგეგმილ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო მინისტრების სამმხრივ შეხვედრაში.