თელავის სასამართლოში გიორგი სიბაშვილის წინასასამართლო პროცესი გაიმართა

თელავის სასამართლოში გიორგი სიბაშვილის წინასასამართლო პროცესი გაიმართა

თელავის რაიონულ სასამართლოში კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის წინასასამართლო პროცესი გაიმართა. 

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სიბაშვილი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი 245 მტკიცებულებიდან, 108-ის დაუშვებლად ცნობას ითხოვდა.

სიბაშვილმა დღესვე სასამართლოს დაცვის მხარის მტკიცებულებები წარუდგინა და მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა.

დღევანდელ პროცესს "ნაციონალური მოძრაობის", გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ღვინიაშვილიც ესწრებოდა.