კახი კახიშვილი:

კახი კახიშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებრივ მაუწყებელში საკუთარი კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს"

ექსპერტი კახი კახიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებრივ მაუწყებელში საკუთარი კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს".

ამის შესახებ კახიშვილმა "პრაიმ თაიმის" პრესკლუბში ეუთო-ს წარმომადგენელის მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიტოვიჩის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძისადმი წერილის კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით სამართლებრივი შეფასება არის მოცემული.

"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, შეინარჩუნოს ის რგოლები, რომლებიც დღესაც მისი კონტროლის ქვეშ არის. რა დოზით აშუქებდა საზოგადოებრივი მაუწყებელი განსხვავებულ აზრს, ყველამ კარგად იცით, ამის უკან იდგა სწორედ სამეურვეო საბჭო, ამაზე მისი ბოლო გადაწყვეტილებაც მეტყველებს, სადაც პირდაპირ სახეზეა პოლიტიკური ნიშნები. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რა გვინდა: ჩვენ გვინდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებელი იქნება, ან გვინდა დაბალანსებული ტელევიზია. მითუმეტეს, რომ ამ მაუწყებელში ჩვენ ფულს ვიხდით", - განაცხადა კახიშვილმა.