პრეზიდენტს ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად კონკრეტული ვადა უწესდება

პრეზიდენტს ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად კონკრეტული ვადა უწესდება

პრეზიდენტს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად კონკრეტული ვადა უწესდება. ეს ვადა ორი კვირით განისაზღვრება. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შედის, რომლის ავტორიც საგარეო საქმეთა სამინისტროა. ინიციატივა განსახილველად და დასამტკიცებლად პარლამენტს უკვე წარედგინა.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა ამ მიმართლებით პრეზიდენტს ვადებს არ უწესებს. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების თანახმად კი, პრეზიდენტმა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თანამდებობაზე პარლამენტის თანხმობის მიღებიდან ორი კვირის ვადაში უნდა დანიშნოს.