დავით საგანელიძე:   შვეიცარიის ელჩი ძალიან რეალურად ხედავს საქართველოში არსებულ ვითარებას

დავით საგანელიძე: შვეიცარიის ელჩი ძალიან რეალურად ხედავს საქართველოში არსებულ ვითარებას

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით, შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი ძალიან ობიექტურად და რეალურად ხედავს საქართველოში არსებულ ვითარებას. მისივე თქმით, ის არ ცილდება დიპლომატიურ ჩარჩოებს. 

"მადლობას ვუხდი გიუნტერ ბეხლერს ორი რამისთვის – პირველი, იმისთვის, რომ ძალიან ობიექტურად და რეალურად ხედავს საქართველოში არსებულ ვითარებას, ის არ სცილდება დიპლომატიურ ჩარჩოებს და აკეთებს იმას, რაც ელჩმა უნდა გააკეთოს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ბატონო ბეხლერი აკრიტიკებს არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ 23-კაციან გარკვეულ ჯგუფს. ამ წერილით ჩანს, რომ ის თავიდანვე ჩართული იყო საქართველოში მიმდინარე პროცესებში, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ პროცესებში, რაც აძლევს საშუალებას გამოიტანოს დასკვნები და ეს ასე რეალურად და ობიექტურად ასახოს", - განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით, შვეიცარია არის მედიატორი საქართველოსა და რუსეთს შორის და ის ფრაზა, რომლითაც ის მიესალმება იმ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ურთიერთობაში ყინული გაალღო, მისასალმებელია.

"რამდენიმე დღის წინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო პარლამენტში, მანაც სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ ის მიესალმება რუსეთთან ურთიერთობის დაწყებას", - განაცხადა საგენელიძემ.