დავით საგანელიძე:   მთავრობისა და ოპოზიციის კონსულტაციებში პრეზიდენტის ჩარევა სიტუაციას არევს

დავით საგანელიძე: მთავრობისა და ოპოზიციის კონსულტაციებში პრეზიდენტის ჩარევა სიტუაციას არევს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძეს მიაჩნია, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით , მთავრობისა და ოპოზიციის კონსულტაციებში პრეზიდენტის ჩარევა სიტუაციას მხოლოდ თუ არევს. 

მისივე თქმით, რადგან პრეზიდენტი ამბობს, რომ უნდა ამ პროცესებში ჩართვა, ჩაერთოს და მისი პოზიცია დაფიქსირდება.

"მე მივესალმები, რომ ამ კონსულტაციებში ჩართულნი არიან როგორც უმცირესობა და უმრავლესობა, ასევე მთავრობა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი. მთავრობის საპარლამენტო მდივანი საქმის კურსშია და თავისი პოზიციებიც დააფიქსირა ბიძინა ივანიშვილმა. პრეზიდენტმაც გამოთქვა სურვილი, რომ ჩაერთოს ამ კონსულტაციებში, რაც ნორმალურ ქვეყანაში მხოლოდ ნორმალურია. პრეზიდენტი, რომელიც ადეკვატურად აფასებს სიტუაციას ასეთ პროცესებში უნდა ჩაერთოს, თუმცა მინდა ვთქვა ისიც, რომ ძალიან ხშირ სიტუაციებში ბოლომდე მიყვანილი საქმე და დალაგებული, შეთანხმებული სიტუაცია ხშირად ირევა, რადგან მას უნდა, რომ ყველაფერი თავის თავზე მოირგოს",-განაცხადა დავით საგანელიძემ.

მთავრობასა და ოპოზიციას შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ხვალ, 27 მარტს არის დაგეგმილი.