ხვალ გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

ხვალ გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ხვალ გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 120 და გარდაცვალებიდან 55 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრიდან აცნობეს, ლიტერატურულ საღამოში თბილისის 150-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება 150-ე საჯარო სკოლის პედაგოგის ნათელა ჩივაძის და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.