საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 23 აპრილს სიტყვით მიმართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში, სავარაუდოდ, 22 აპრილს გაემგზავრება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობის შესახებ 16 მარტს გახდა ცნობილი.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა სტრასბურგიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, სავარაუდოდ, სტრასბურგში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართება.