პრეზიდენტი სტიქიით დაზიანებულ ბათუმის ბულვარს დაათვალიერებს

პრეზიდენტი სტიქიით დაზიანებულ ბათუმის ბულვარს დაათვალიერებს

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიას დაათვალიერებს. 

მიხეილ სააკაშვილს ამ დროისთვის სტიქიით დაზიანებულ ბათუმის ახალ ბულვარში ელოდებიან. პრეზიდენტი დაათვალიერებს ბათუმის ბულვარს, ასევე მოინახულებს ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.

ამ დროისთვის ბათუმის ბულვარის პერიმეტრზე მობილიზებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; ბულვარის პერიმეტრზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის 150-კაციანი შემადგენლობაც. ბათუმის ბულვარს ასუფთავებს დასუფთავების და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებიც.

6 ბალამდე შტორმმა აჭარის სანაპიროებს 5 მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა, განსაკუთრებით დაზიანდა ქობულეთის თამარ მეფის სანაპირო, სადაც 40 მეტრიანი ნაპირსამაგრი შენობა-ნაგებობა წაიღო და ასევე დაზიანდა ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორია.