"ნაციონალური მოძრაობა" ნაძალადევში პაპუნა დავითაიას კანდიდატურას დააყენებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია იქნება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ყოფილი სახელისუფლო პარტიიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, "90%-ით გადაწყვეტილია, რომ პარტია ნაძალადევში დავითაიას კანდიდატურას წარადგენს და მცირეა ალბათობა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს".

რაც შეეხება ბაღდათსა და სამტრედიას, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ორივე სარჩევნო ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატები ამ რაიონების საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეები იქნებიან.

"ქართული ოცნებამ" კი სამივე ოლქში პროფესიით იურისტი შეარჩია. 27 აპრილის შუალედურ არჩევნებზე ნაძალადევში თამარ კორძაია ირის კენჭს, ბაღდათის ოლქში - ადვოკატ პაატა კიკნაველიძე, ხოლო სამტრედიაში - უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პროფესიით ასევე იურისტი გიორგი კახიანი.