ლაშა გოცირიძე ავტორიზაციის საბჭოს გონივრული გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს

ლაშა გოცირიძე ავტორიზაციის საბჭოს გონივრული გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს

აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე ავტორიზაციის საბჭოს გონივრული გადაწყვეტილების მიღებას სთხოვს. როგორც გოცირიძემ "პირველი რადიოს" პრესკლუბში განაცხადა, ავტორიზაციის საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს დღეს ყველა ის უფლება უნდა აღუდგინოს, რაც ავტორიზაციის ჩამორთმევამდე ჰქონდა. 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტისთვის მხოლოდ ავტორიზაციის აღდგენა მოხდება, ხოლო პროგრამები ისევ არააკრედიტებული დარჩება, მაშინ უნივერსიტეტი მაინც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

"არააკრედიტებული პროგრამები უნივერსიტეტში დიდი ზიანის მომტანია, რადგან სტუდენტებს, რომლებსაც გრანტი აქვთ, გრანტს ჩამოართმევენ, ხოლო აბიტურიენტები არააკრედიტებულ პროგრამებს არ შემოხაზავენ, რაც უნივერსიტეტში ერთი თაობის გამოტოვებას ნიშნავს", - აცხადებს გოცირიძე.

როგორც ცნობილია, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 12 მარტს ჩამოერთვა, ხოლო ავტორიზაციის საბჭო უნივერსიტეტის აკრედიტაციის საკითხზე დღეს 18.00 საათზე იმსჯელებს.