სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი "ღია საზოგადოება-საქართველოს" დელეგაციას შეხვდა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინიტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილეები და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველო" –ოს წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდნენ.

დელეგაციას ფონდების პრეზიდენტი კრისტოფერ სტოუნი ხელმძღვანელობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მიზანია პენიტენციალურ სისტემაში დაგეგმილი რეფორმების განხილვა და მათი წარმატებით განხორციელებისთვის შესაძლო თანამშრომლობის და დახმარების შესაძლებლობათა იდენტიფიცირება.