პრემიერ-მინისტრი ებრაელ ხალხს ფესახის (პასექის) დღესასწაულს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი ებრაელ ხალხს ფესახის (პასექის) დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ებრაელ ხალხს ფესახის (პასექის) დღესასწაულს ულოცავს.

"ვულოცავ ისრაელის ხალხსა და საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს ფესახის (პასექის) დღესასწაულს, რომელიც ამ დიდი ერისთვის უპირველესი რელიგიური დღე და მონობიდან გამოყვანისა და თავისუფლების სიმბოლოა", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამ უძველესი ერის რწმენის სიმტკიცე და გამძლეობა უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.

"საუკუნეები ატარეს ებრაელებმა ეს ტრადიცია, დღემდე სიხარულით ხვდებიან ფესახის (პასექის) დღესასწაულს და მადლობას სწირავენ უფალს თავისუფლებისთვის. ვუერთდები საქართველოში მცხოვრები ყველა ებრაელის სიხარულს და ვუსურვებ, თავისუფლება, კეთილდღეობა და მშვიდობა არ მოჰკლებოდეთ მათ ოჯახებს", - აღნიშნულია ივანიშვილის განცხადებაში.