"ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომათა დარბაზი დატოვა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აღნიშნა , საპარლამენტო უმცირესობა დარბაზიდან კონსულტაციებისთვის გავიდა და ეს საპროტესტო ნაბიჯი არ არის. 

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლები დაასრულეს. ამასთან, პარლამენტმა დღევანდელი პლენარული სხდომის 21:00 საათამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.