საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის სურვილი 35-მა კანდიდატმა გამოთქვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის სურვილი 35-მა კანდიდატმა გამოთქვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის სურვილი 35-მა კანდიდატმა გამოთქვა. მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით , ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურში სწორედ 35 პირი დარეგისტრირდა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის მსურველები არიან: დოდო შონავა, დავით კიკვაძე, ლუკა ჯღარკავა, თორნიკე კაციტაძე, სანდრო ბერაძე, ქეთო სადღობელაშვილი, დავით არველაძე, სოფიო ფრუიძე, ანა გოგობერიშვილი, მაკა ჯანაშია, რამაზ ბრულაშვილი, ბაკურ სვანიძე, ოთარ ლომთაძე, აკაკი ჩარგეიშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, არსენ გოგოხია, ალექსანდრე ბედოიძე, ირაკლი თაბაგარი, მამუკა ფორჩხიძე, გიორგი ციხისელი, არჩილ ჭყოიძე, მალხაზ ჟვანია, თამაზ ბიბილური, მეგი თავდუმაძე, მალხაზ ჭანკოტაძე, ბესარიონ ორმოცაძე, არჩილ ყიფიანი, გოჩა ბაშალეიშვილი, გია კობაური, კობა ცხაკაია, რევაზ შალიბაშვილი, იაგო წიკლაური, სანდრო ვახტანგოვი, არჩილ ბუბუტეიშვილი და ალექსანდრე ლომოური.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსთან დაკავშირებით საბუთების მიღება 5 მარტიდან დაიწყო და დღეს, 18:00 საათზე დასრულდა.

კონკურსი ორ ტურად ჩატარდება. კანდიდატების მიერ წარდგენილი ჩV-ის შესწავლის და შერჩევის საფუძველზე გამოვლინდებიან მე-2 ტურში გასული კანდიდატები, რომლებთანაც უკვე გასაუბრება გაიმართება და გამარჯვებული გამოვლინდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ბარათაშვილს სამეურვეო საბჭომ უფლებამოსილება შეუწყვიტა.