საკონსტიტიციო ნორმა, რომელიც პრეზიდენტს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის, ხოლო საკუთარი უფლებამოსულების ამოწურვამდე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დათხოვნას უკრძალავს, კონსტიტუციაში დარჩება.
კონსტიტუციიდან შესაბამისი - 51/1-ე მუხლის ორი ქვეპუნქტის ამოღებას პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო პროექტი ითვალისწინებს. თუმცა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, აღნიშნული ნორმების კონსტიტუციიდან ამოღებაზე უარი ითქვა, რაც ნიშნავს უცვლელად რჩება შემდეგი ნორმა - პრეზიდენტი პარლამენტს საკუთარი უფლებამოსილების ბოლო ექვი თვისა და პარლამენტის არჩევიდან პირველი ექვი თვის განმავლობაში ვერ დაითხოვს.
"საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვისას პრაქტიკულად ყველა ექსპერტი აღნიშნავდა, რომ აბსოლუტურად არ არის მიზანშეწონილი პრეზიდენტისთვის პარლამენტის დათხოვნის უფლების მიცემა, განსაკუთრებით მისი უფლებამოსილების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. ასევე, გამოითქვა მოსაზრება, რომ პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა არც მისი არჩევის პირველი ექვსი თვის განმავლობაში უნდა მიეცეს. მათი შეფასებით, ასეთი უფლების მიცემა მკვეთრად გააძლიერებს პრეზიდენტის გავლენას პარლამენტზე, რაც ხელისუფლების განშტოებთა გაწონასწორების თვალსაზრისით სასურველ შედეგს არ მოიტანს", - აცხადებს ხმალაძე.
მისივე თქმით, აღნიშნული ნორმები შენარჩუნდება, ვიდრე პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ კონსტიტუციის ახალი ნორმები არ ამოქმედდება ან მთლიანად არ შეიცვლება არსებული საკონსტიტუციო მოდელი.